LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“

ნათია მეზვრიშვილი – „ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა“

„რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი.“

ნათია მეზვრიშვილი: „არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ – ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით“

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა.“

ნათია მეზვრიშვილი: „ჩვენი ინფორმაციით, ცესკოს სერვერებზე ბაზებს აყალბებენ, აპარატებზე ინფორმაციას შლიან“

მისი თქმით, სწორედ ამიტომაც, პარტიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ეს მოთხოვნა.