"მიუღებელია ევროპული პერსპექტივის გადარჩენის ტვირთის გადატანა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც არაერთხელ დაუმტკიცეს ევროპას, რომ ევროპა საქართველოს მოქალაქეების ისტორიული არჩევანია" - აცხადებს მეზვრიშვილი.
"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად", - აცხადებს გახარია.
"პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს" - აცხადებენ პარტიაში.