„დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ – მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ
„რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაცია, უძრავი ქონების შეძენა და მოქალაქეობის მიღება, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“ - აღნიშნავენ პეტიციის ავტორები.
