LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის შეწყალება

„დავიწყოთ ახალი წელი, ახალი ფურცლიდან“ – სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მოქალაქეების წერილები მიიტანა

„მოგმართავთ საქართველოს ათასობით მოქალაქის სახელით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან, ჰუმანიზმის პრინციპიდან, ასევე სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, შეიწყალოთ მესამე პრეზიდენტი“ - აღნიშნულია მიმართვაში.

გიორგი სააკაშვილი: ძალიან გამიხარდება, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, თუ გვინდა, რომ ევროპული საზოგადოების წევრები ვიყოთ, არსებითი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა.

შეიცვალა თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – რას ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არამარტო პატიმარს, ყველა ადამიანს აქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა პატიმარს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს და შესაბამისი მკურნალობა გაუწიოს“ - ამბობს გიორგი მსხილაძე.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ნიკა გვარამია შეიწყალოს“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

„გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“ - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

კობახიძე: გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა, ასეთ პირობებში თუ მას შეიწყალებს, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა თავად პრეზიდენტის მხრიდან

„ჩვენ ვერც ასე, ვერც ისე ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ“ - აცხადებს კობახიძე.