„ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი – რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს! ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა“ – ხვალ ქალების მარში გაიმართება
„ქალები ვირჩევთ ევროპას” – მარში, ამ სახელწოდებით თბილისში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან აქციით დასრულდება.
