ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი კვირას ააფეთქეს. რუსეთში აცხადებენ, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. მოსკოვი თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა ოფიციალური კიევი ბრალდებებს უარყოფს.
„ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან ისმის გარკვეული ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ეს არის პროვოკაცია და მისი თანაავტორია პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და საგამოძიებო კომიტეტის მთელი საქმიანობა სისულელეა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე გადმოიტვირთა.