ქეთათო: „ირაკლის მუსიკა ვიღაცის ვიწროპარტიული ჰიმნი არ უნდა იყოს – არ მინდა ამ ყველაფერთან აფილირებული იყოს, მაქვს მე ამის უფლება“
მუსიკოსმა ქეთათო ჩარკვიანმა გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ სხვა საკითხებთან ერთად, მეფე - ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებასა და მისი „ტრეკების“ პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
