მხუთავი აირით გარდაცვლილი ძმები გორში, დევნილთა დასახლებაში გადაასვენეს
ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 7 გარდაცვლილს შორისაა ორი ძმა და მამა-შვილი, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა ოჯახის წევრია. ისინი თბილისში რეგიონებიდან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.
