LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქოლცენტრი

შსს: „დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოვლინდა ჩინეთის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ“

„განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება“ - აცხადებენ შსს-ში.

კახიანი: პროკურატურის მხრიდან კონკრეტული ფაქტები გასაჯაროვდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ე.წ. „ქოლ ცენტრების” უკან კეზერაშვილი დგას

„რეზოლუციაში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული, კეზერაშვილი გამოყვანილია პოლიტპატიმრად და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად“ - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

„ქოლცენტრების“ საქმე – პროკურატურის ცნობით, 4 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა

„სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი“ - აცხადებენ პროკურატურაში.