LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღება

ყველა თანამშრომელს, ვისაც მსგავსი რამ თავში გაუვლია, მოგყვებით ბოლომდე – ირაკლი ხმალაძე

ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია - მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებით იგივე გზას, როგორსაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ხმალაძე გამოეხმაურა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას. მან გამოძიების და საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელს ყურადღებით და ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდა.

ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.  სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

სუსმა “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე დააკავა [ვიდეო]

საქმეზე გამოძიება ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარეობს.