LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდული სამყარო

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ, - ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სენაკსა და ფოთში, სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულადჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. 

წელს შსს-მ გასულ წელთან შედარებით, „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 4-ჯერ მეტი პირი დააკავა

სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა