„იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი საყრდენით“ და „რუსეთის დიდი დედის“ გადარჩენის „მოთხოვნით“, კრემლი ათასობით უკრაინელის მკვლელობას ამართლებს“ – უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი რომის პაპზე
ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში რომის პაპის ფრანცისკეს შესახებ წერს და 25 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში, პაპის რუსი კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეებისადმი მიმართვას ციტირებს.
