ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი.
უახლოეს დღეებში ყურძნის მოსავლის დაბინავება გურჯაანში, ყვარელსა და თელავში დაიწყება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში, ამ დროისთვის, უკვე 230 ღვინის საწარმოა რეგისტრირებული.