LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლემ იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

დაცვის მხარე დედის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 100 000 ლარიან გირაოს, ხოლო ბიძის – 20 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა.

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის კახა კობახიძე ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

კახა კობახიძეს ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლა

ბავშვის მამინაცვლის მამის მიმართ სასამართლომ არათუ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოც არ გამოიყენა.

ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

როგორც „ფორტუნას“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ვინაიდან და რადგანაც არ არსებობდა დანაშაულის გაგრძელების და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა, სასამართლომ ბრალდებულ მძღოლს გირაო შეუფარდა.