"სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ ჩვენ შესაბამის პასუხებს. ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებში იქნება განხილვა" - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
"რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსი არის ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და თავიდან იქნას აცილებული ომი" - აცხადებს ზალკალიანი.
"შემდგომი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ" - აღნიშნა მინისტრმა.