LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქცირებული მოსამართლეები

„დასანქცირებული ქართველი მოსამართლეებისთვის შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა ლეგიტიმურია“ – ეკა სეფაშვილი

რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, „ხალხის ძალის“ წევრი ეთანხმება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას იმის შესახებ რომ ამ სისტემის დანერგვა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია.

მურუსიძე: „სანქციების საკითხი არ მაწუხებს იმიტომ, რომ 100%-ით მართალი ვარ – რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და მას ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი“

მურუსიძის თქმით, მისი დასანქცირების საკითხთან კორუფცია არაფერ შუაშია და სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება სხვა რამეს ემსახურებოდა.

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, აშშ-ს მხრიდან არ მომხდარა მტკიცებულებების წარმოდგენა და მოსამართლეების დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ლევან მურუსიძე: „სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოში არასდროს ყოფილა“

„ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“