გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო განახორციელებს: „შეიქმნება ვებ-გვერდი და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება“
„გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე“ - აცხადებენ საპატრიარქოში.
