LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალდებულო ვაქცინაცია

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

"სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება" - აცხადებს პრემიერი.

იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს, თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს: მარინა ეზუგბაია

„მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ტიკარაძე წინააღმდეგია, აცრა გახდეს სავალდებულო: “დარწმუნებული ვარ, ნეგატიური პროცესები მოჰყვება”

ტიკარაძე იმედს ამყარებს მიმდინარე ვაქცინაციის მარათონზე, რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე 1401 ადამიანი აიცრა.

ტიკარაძე: საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.

სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება: გამყრელიძე

"გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინაციას სავალდებულოს. განსაკუთრებით, მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან" - აცხადებს გამყრელიძე.