შეიცვალა თუ არ გაზის ტარიფი – სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო
კომისიამ სხდომაზე „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელად დატოვა. შედეგად, აბონენტებს კუბ.მ ბუნებრივ გაზში 53.972 თეთრის გადახდა მოუწევთ.
კომისიამ სხდომაზე „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელად დატოვა. შედეგად, აბონენტებს კუბ.მ ბუნებრივ გაზში 53.972 თეთრის გადახდა მოუწევთ.
"აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით".
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იგივე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.
სემეკის ინფორმაციით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაციისათვის 2023 წლის ბოლომდე ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს - ნარმანია