რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს – რა განცხადებას ავრცელებს ქალაქის მერი
უკრაინის ჯარმა თითქმის მთლიანად დატოვა ქალაქი, - ამბობს სევეროდონეცკის მერი.
უკრაინის ჯარმა თითქმის მთლიანად დატოვა ქალაქი, - ამბობს სევეროდონეცკის მერი.
ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სევეროდონეცკის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია და სახლების 90% დაზიანებული ან დანგრეულია.
"ზოგან უკრაინის არმია კონტრშეტევებს ახორციელებს და ეს შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს, თუ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდება მძიმე იარაღი", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.
სერგეი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს.
"ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების მათ შორის საქართველოს რეგიონების, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ."