ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან ამჯერად, ახალშობილი ამოიყვანეს
ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ დროისთვის კლინიკაში გადაჰყავთ.
ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ დროისთვის კლინიკაში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
მრავალსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრში დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ჩამოინგრა.
სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, ერთ-ერთი ვერსიით ნანგრევებში შესაძლოა, იყოს ბავშვიც.
ამ წუთებში, საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.