LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობა

ჩვენი თხოვნაა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტოს: ირაკლი კობახიძე

კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებები გაცვალეს და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე ისაუბრეს.

შეთანხმება სისუსტე არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის გზებზე დაილაპარაკონ – საიას თავმჯდომარე მოშიმშილეებს შეხვდა

"ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ ძირითადი ღირებულებებით უნდა მოქმედებდნენ" - თქვა სიმონშვილმა.

ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე მივიდნენ

კობახიძესთან ერთად ელენე ხოშტარიას ხვდებიან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

სააკაშვილი მოშიმშილეებს: იმეორებთ მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა

"ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის" - აცხადებს სააკაშვილი.

კალაძე: ვთხოვ ყველა მოშიმშილეს, შეწყვიტონ შიმშილობა – ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც - კალაძე