„არასდროს დანებდეთ – ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენი უფლებები მცირედიც მაინც იზღუდება, გაიტანეთ თქვენი და ეცადეთ, მაქსიმალურად შრომისმოყვარეები იყოთ, რადგან შრომას მოაქვს შედეგი“ – გაიცანით გიორგი ზარქუა, რომელიც ამტკიცებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
აღსანიშნავი კი გიორგის ამბავსა და მის მიზანდასახულობაში ისაა, რომ ახალგაზრდა შშმ პირია და არც ერთი კიდური არ აქვს და გარდა იმისა, რომ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, აგრეთვე აქვს წარმატებული სპორტული კარიერა, რამაც ჰოლანდიაში ვერცხლის მედალი მოაპოვებინა.
