ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.