რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა – შედეგად ორი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, ათზე მეტი პირი კი დაიჭრა
მედიის ინფორმაციით, რუსულმა „სუხოის“ ტიპის ბომბდამშენებმა სირიის ჩრდილოეთით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბთან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი და წყლის სატუმბავი სადგური დაბომბეს.
