LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთი

სომხეთში 1 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი აღარ იქნება

მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორივე დოზით იქნებიან ვაქცინირებული, დახურულ შენობებშიც ნიღბის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ.

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს, საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი კომისია შექმნან: ლავროვი

"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელშიც რუსეთი შეასრულებს კონსულტანტის ან შუამავლის როლს" - სერგეი ლავროვი.

სერგეი ლავროვი დღეს სომხეთში ჩავა, 10-11 მაისს კი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

"რუსეთს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შუამავალს, სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაცია სურს".

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი წავიდა, 75-მა კი - კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

“ასტრაზენეკას” სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ: ვაქცინის 24 000 დოზა სომხეთში უკვე ჩავიდა

"სომხეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დიდი ხნის ნანატრი ვაქცინის მიღების შესაძლებლობა მიეცა. დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იბრძვის ამისათვის" - აღნიშნავენ ხელისუფლებაში.