სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა – დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული
სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დააზიანა.
სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ვენახები დააზიანა.
მერიის ცნობით, დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.
ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
„25 ივნისს კახეთში ძლიერმა ქარმა ავტომობილები, ხეები და ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია ეზოები.