LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობა

დააკავეს პირი, რომელიც თბილისში არარსებულ კორპუსებში საცხოვრებელ ბინებს ყიდდა: „ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა, ჯამში ნახევარ მილიონ დოლარს აღემატება“

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებგვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე.

პირმა მანქანების ჩამოყვანის დაპირებით 6 მოქალაქეს 106 788 ლარი ჩაარიცხვინა და თანხა მიისაკუთრა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 122 700 ლარად ღირებულ უძრავ ქონებას“ – 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინეს

ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ.