LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი უმრავლესობას: „არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!“

„დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი - საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის - სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!“

ჩარკვიანი უმრავლესობას: „ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა – შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!“

„მიმაჩნია, რომ ხვალ თუ თქვენ მოიქცევით გონივრულად, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება თქვენი ხალხის ინტერესის გათვალისწინება“. - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„ვინც წელიწადის ყოველ დღეს პატივს სცემთ ოჯახს და დანარჩენ დღეებში „ხსნილი” არ გაქვთ ოჯახის წევრების მოკვლა-დასახიჩრებაზე, ქალების მოკვლაზე ცემა-ტყეპაზე და გინებაზე , ჩაგვრაზე , მკვლელების „გაპრავებაზე” რუსულად, თქვენ გილოცავთ ამ ერთ-ერთ დღეს ღირებულებებით ცხოვრებისა“- თაკო ჩარკვიანი ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეზე

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, ვინც 17 მაისს პატივს სცემს ოჯახს, დანარჩენ დღეებში კი „ხსნილი” არ აქვთ ოჯახის წევრების მოკვლა-დასახიჩრებაზე, სწორედ მათ ულოცავს დღევანდელ დღეს