ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია
ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით და ის ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე.
"ჩვენ რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? 8 ექიმი დაგვრჩა- აქედან არცერთი თერაპევტი, 3 კი სტომატოლოგია. გამობრძანდეს შერიგების მინისტრი, რას აკეთებენ"
ადვოკატის გარეშე დარჩენილი აქტივისტი ამბობს, რომ მისი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც