არასრულწლოვანი, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაში მკურნალობს – როგორია პაციენტის მდგომარეობა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 14 წლის მგზავრი ლიანდაგებში გუშინ ჩავარდა.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 14 წლის მგზავრი ლიანდაგებში გუშინ ჩავარდა.
როგორც "ფორტუნას" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი ცოცხალია და გადაყვანილია კლინიკაში.
„თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
„მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.