„როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში! სააკაშვილმა რაც არ უნდა შექმნას, პარტია „ვივამედი“, „გირჩი 3“, თუ „გირჩი 4“, სულ ერთია, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების უფლება“ – თეა წულუკიანი
ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
