LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი გივი თარგამაძეზე: „ოპერაცია „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას შეტყობინება ჩავაბარეთ… ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი“

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენს, რამაზ ახვლედიანს უსმენენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი.

„მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის… ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ამ შეფასებას დავეთანხმოთ“ – წულუკიანი ხაზარაძეზე

წულუკიანი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა.

თეა წულუკიანი: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს“

„ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ: მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში“ - თქვა წულუკიანმა.