„თეგეტა ჰოლდინგმა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) ერთობლივი AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს, რომელიც 2026-2027 წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, 50-მდე სკოლაში დაინერგება - როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
