LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა-რუსეთის ომი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება

შეგახსენებთ, 24 თებერვლიდან, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ეს მხარეებს შორის მესამე შეხვედრაა.

რუსეთი უკრაინაში ურბანული ბრძოლებისთვის გამოცდილ სირიელ მებრძოლებს ქირაობს: The Wall Street Journal

ამერიკული მხარის შეფასებით, მებრძოლების გამოცდილება ურბანულ ბრძოლაში, რუსეთს დაეხმარება კიევის აღებასა და უკრაინის ხელისუფლებისთვის დამანგრეველი დარტყმის მიყენებაში.

ნიკოლაევში საცხოვრებელი სახლები მასობრივად დაბომბეს: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

ამ დროისთვის დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

არ გვაქვს ელექტროენერგია, არ გვაქვს წყალი, დაღუპულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ, სიტუაცია ძალიან რთულია: მარიუპოლის მერი

"ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ უკრაინელების გადარჩენა უკრაინისგან, მაგრამ თვითონ კლავენ. ახლა მთავარი ამოცანა მარიუპოლში ნებისმიერ ფასად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა" - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.

“მტერი განადგურდა!” – უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიმავალი რუსული ძალები მოიგერიეს

"კოლონები უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ შეაჩერა".