LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უმაღლესი რადა

საქართველოდან უკრაინის რწმუნებულის გაწვევის მიზეზი შესაძლოა სარეცხი მანქანა იყოს, რადგან მედიის ცნობით, ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოწია“

ანდრეი სიბიგამ Facebook-ზე დაწერა, რომ ასეთი გადაწყვეტილება 8 სექტემბერს უკრაინის ელჩებთან და კონსულებთან ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღო, რადგან ხარიშინს „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.

უკრაინის რადამ იჩქერია დროებით ოკუპირებულად აღიარა

რადა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიძიოს „დროებით ოკუპირებული იჩქერიის“ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები.

„უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ“ – ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას მიმართა

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდა, გაატარონ საჭირო რეფორმები, რათა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდნენ.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვას გადაყენებას მხარი დაუჭირა

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამ გადაწყვეტილებას ხმა უკრაინის 234-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.