ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა სახელმწიფო უწყებების მსგავსად სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პროგნოზით, ქვეყანა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს მთლიანად 2026 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, მისი შეფასებით, ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წლებშიც.
მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.