LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ პუტინი

პუტინი: რაც ახლა უკრაინაში ხდება, საერთო ტრაგედიაა, ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია

„ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რუსული სამყაროს დაშლას“ - ამბობს პუტინი და აღნიშნავს, რომ „მათ გარკვეულწილად შეძლეს წარმატებისთვის მიეღწიათ“.

სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა ოსეთი და აფხაზეთი

ამ განცხადებით რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „Russia Today“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მაშინ მიმართა, როცა კრემლის ლიდერმა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პუტინი: მდგომარეობა დონეცკისა და ლუჰანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი – რუსეთის მოქალაქეები – თქვენი დაცვის იმედადაა

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

პუტინი: რუსეთი ვინმეს შთანთქმით დაინტერესებული არ არის

„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად საუბრობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს არ უღრმავდებიან“ - ამბობს პუტინი.

„ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია“ – პუტინი მინსკში ჩავიდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2019 წლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი ბელარუსს პირველად ეწვია.