გამოცდების მოხსნა რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, ამაზე ექსპერტები თანხმდებიან. თუმცა განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ეს ეფექტის მომტანი ვერ იქნება.
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, რაც მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.
ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგებს მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად გაიტანენ. მსჯელობის თემა კი ასეთია: როგორ მოხვდა, როგორც თავად აცხადებენ, ე.წ. ოსური მიწები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
6 იანვრიდან 21 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს უკვე ბევრი შეკითხვა აქვს, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ასევე შსს-თან.
რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი, სკოლების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. სამინისტროს მიდგომების პრეზენტაცია ამ საკითხზე 25 იანვარს გაიმართება.
ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მიღებული ცვლილება სიურპრიზი არ ყოფილა მწარმოებლებისთვის და დისტრიბუტორებისთვის, თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ თამბაქოს ინდუსტრიაში, ბისნესომბუდსმენის აპარატსა და საექსპერტო წრეებში
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფრთხედ აღიქვამს მესამე სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტის ინიციატივას ცილისწამების კანონთან დაკავშირებით. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საგანგაშო იქნება, თუ კანონით სიტყვის გამოხატვას შეზღუდავენ
როგორც დავით მათიკაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთიდან დაბრუნდება, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.