"ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ტიტულია, რაც სოციალურ საწარმოებს ანიჭებს პრივილეგიას და უფრო მეტ განვითარებას. თუმცა ვცდილობთ, რომ ფულადი დაინტერესებაც ჰქონდეთ საწარმოებს." - მარიამ დევრისაშვილი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი
"ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე შვედეთსა და საფრანგეთში. ასევე იყიდება ამერიკულ „ამაზონზე“. დავიწყეთ ექსპორტი სომხეთშიც." - ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი
"აუცილებელია დეცენტრალიზება მოხდეს, რეგიონები თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და უნდა იზრდებოდეს სამუშაო ადგილები - თბილისში თავმოყრილი დასაქმებულები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან, რაც ასევე იწვევს ბაზარზე საშუალო ხელფასის დაბლა დაწევას" - გიორგი ნებულიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი