09.03.2020
ჰიპერმზრუნველობა, როგორც აღზრდის ფორმა შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზი. ინფანტილიზმი გულისხმობს პიროვნების მოუმწიფებლობას, შეფერხებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შედეგად თან მოჰყვება ადამიანის ქცევის შეუსაბამობა ასაკობრივ მოთხოვნებთან.
















