ხშირად მშობელი შვილისთვის საჩუქარს ”დამსახურების” მიხედვით ყიდულობს. მაგალითად, თუ მომიტან მაღალ ქულას, გიყიდი რასაც გინდა. ეს უკვე არასწორი მიდგომაა. ფორმა, რომელსაც შვილთან ურთიერთობისთვის შეარჩევთ არ უნდა ატარებდეს ასეთ ხასიათს. ბავშვისთვის ეს დასწავლადი ქცევაა. მაგალითად, თუ თქვენი შვილი მოიქცევა კარგად, მიიღებს მაღალ ქულებს, გაუკეთეთ მას სიმბოლური საჩუქარი და არა ის, რასაც თავად გეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ეჩვევა ”ულტიმატუმის ენით” საუბარს და შესაძლოა მოგვიანებით თავად გითხრათ: ”ჯერ გამიკეთე რაც მინდა და მერე გავაკეთებ იმას, რაც შენ გინდა”.