ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოდან
11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოებას ექვს დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებენ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.
კონცერტები 19 აგვისტოს ი.ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, 27 აგვისტოს გურჯაანის კულტურის სახლში, 4 სექტემბერს კი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის დრამატულ თეატრში შედგება.
ორგანიზატორები ზაფხულის ყველაზე ცხელ ივენთს გვპირდებიან და ამბობენ, რომ ენერგიას არ დაიშურებენ, რათა 26 ივლისს, ანაკლიის მთვარის შუქზე აჟღერებული მუსიკალური ჰანგები დაუვიწყად მოგონებად დაგვრჩეს.