ზელენსკის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს „კავშირზე გავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“.
ჯერჯერობით უცნობია, რა თემაზე ილაპარაკებს პუტინი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იქნება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელ, ევგენი პრიგოჟინთან.
მისივე განცხადებით, „ისინი ბავშვებს არ ხოცავენ, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აკეთებს, პრიგოჟინის თქმით, ისინი პროფესიონალებს ებრძვიან“.