უკრაინული წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც თავის მხრივ კრემლთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს საბოტაჟი სურდათ, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.
„რუსეთის ვეტერანები“ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვადიმ მირონენკომ „ТАСС“-ს განუცხადა, ჩამორთმევის შემდეგ, სოფია როტარუს სახლები უნდა გაიყიდოს და თანხა რუსეთის არმიის საჭიროებებს მოხმარდეს.
„მობილიზაცია“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისა და მობილიზებული სამხედროების დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც ბიბილოვი მათ ფრონტზე წასვლისა და ბრძანებების შესრულებაზე უარი თქმის გამო მშიშარებს უწოდებს.