CNN ჩრდილოეთ სირიაში, საკუთარი სახლის ნანგრევებში ნაპოვნ და-ძმაზე, რომელთაც ბეტონის ქვეშ 36 საათზე მეტი გაატარეს, სიუჟეტს აქვეყნებს და მაყურებელს გადარჩენილი ოჯახის თვალით დანახულ შემზარავ ტრაგედიას უზიარებს.
თურქეთის პრეზიდენტი ჰათაის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც მან საზოგადოების ნაწილის კრიტიკას უპასუხა, რომელიც მიწისძვრის შემდგომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა.
„ზოგიერთ უბანში დენი არ არის, გაზიც ხან გაითიშება, ხან მოდის, საჭმლის, პურის, წყლის პრობლემაა. ხალხს გარეთ სძინავს, ეშინიათ სახლებში შესვლის, თითქმის ყველა ბინა ავარიული გახდა“ - ამბობს საქართველოს მოქალაქე.