„ხერსონში სახანძრო სადგურს თავს დაესხნენ. ეს არის რუსული „ზავის“ არსი - ზურგში დარტყმა და დუმილის იმიტაცია. არასოდეს მიიღოთ სერიოზულად რუსეთის სიტყვები, ეს ყოველთვის პრიმიტიული ცინიკური მოტყუებაა“ - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
„სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის ღირებულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ“ - ამბობენ უწყებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი გახდა, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაშიც, მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი.