ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად, რაც ერთადერთი გზაა ტერორისტულ სახელმწიფოსთვის ტერორის მთავარი ინსტრუმენტის ჩამორთმევისთვის.
„მშვიდობის დღე მოითხოვს დისკუსიებს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინისთვის გარანტიებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, და ამასთან რუსეთისთვისაც, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის“ - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ამ განცხადებით რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „Russia Today“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მაშინ მიმართა, როცა კრემლის ლიდერმა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.
„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად საუბრობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს არ უღრმავდებიან“ - ამბობს პუტინი.