„ამ პირობებს ისინი უკვე იყენებენ დოქტრინების სახით, როგორც დაგეგმვის ელემენტს. ეს პირობები ძალიან მარტივია და პრესისთვისაც საჯაროა, ერთ-ერთი პუტინის დამხობაა“ - აღნიშნა არესტოვიჩმა.
თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.
ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად - დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.
„უკან დახევის დროს რუსებმა შესაძლოა მიმართონ ტერორისტულ თავდასხმებს და საცხოვრებელი ტერიტორიები ააფეთქონ, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიები გადააქციოს გადამწვარ მიწად და დააზიანოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“ - აცხადებენ გენშტაბში.