„ჩვენ გავაერთიანებ ჩვენს ქვეყანას - არა სიტყვით, არამედ საქმით. დღე და დღე ვიმუშავებ. ამ მთავრობას ექნება ერთობა, პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე“ - აღნიშნა პირველი ოფიციალური მიმართვის დროს სუნაკმა.
„ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება, რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა“ - განაცხადა ყირიმის პლატფორმის სამიტზე ზელენსკიმ.
ლიზ ტრასის გეგმებმა არ გაამართლა, სუნაკი კი უფრო პასუხისმგებლობიან პოლიტიკას ჰპირდება მოსახლეობას, თუმცა როგორ აპირებს ქვეყნის დახსნას, ამის დეტალებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრია.
21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
„ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის.“ – განაცხადა დინკუმ.
ჯონსონმა 100 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა - მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კონსერვატიული პარტიის წევრობისთვის კენჭისყრაზე გამოსასვლელად, თუმცა მან უარი თქვა მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ „ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი.“